სსიპ - კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ცხადდება კონკურსი:
- ცენტრის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
- ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე - 1 (ერთი) საშტატო ერთეული;
კონკურსში მონაწილეობის მსურველ პირთა განცხადებების მიღება წარმოებს ცენტრის ელექტრონულ ფოსტაზე - info@manuscript.ge - 2026 წლის 20 მაისიდან 2026 წლის 4 ივნისის ჩათვლით.
დადგენილი ვადების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ რეგისტრირდება.
საბუთების გადარჩევის დღე - 2026 წლის 8-9 ივნისი
გასაუბრების ჩატარების დღე - 2026 წლის 11-12 ივნისი
კონკურსის შედეგები გამოცხადდეს არაუგვიანეს 2026 წლის 19 ივნისისა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
თანამდებობის დასახელება: ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი
დამსაქმებელი: სსიპ კ.კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
თანამდებობრივი სარგო: 1519.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
შუა საუკნეების ქართული ხელნაწერი წიგნის მხატვრული შემკულობის საკითხები;
ორნამენტული მორთულობისა და მინიატურული მხატვრობის შესწავლა ბიზანტიური წიგნის ხელოვნებასთან ურთიერთმიმართებაში ნაციონალური თავისებურებების გამოვლენით;
მოთხოვნები:
აკადემიური ხარისხი - დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული
სამუშაო გამოცდილება - ხელნაწერთა და ისტორიულ საბუთთა მხატვრული გაფორმების საკითხებზე და ზოგადად ხელოვნებათმცოდნეობაში მუშაობის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
სამეცნიერო გრანტებში მონაწილეობა/ხელმძღვანელობა
ბოლო 6 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია: ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობა.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office
ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა
თანამდებობის დასახელება: რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის (განყოფილება) მეცნიერი თანამშრომელი
თანამდებობრივი სარგო: 1199.00 ლარი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაოს აღწერა:
•არსებულ სფეროში სამეცნიერო სამუშაოს წარმოება - ხელნაწერი წიგნის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების დიაგნოსტიკა და კვლევა ( საწერი მასალის - ეტრატის, ფურცლის, მელნის, ლუქების და სხვ.);
•ხელნაწერების, საარქივო მასალის, ისტორიული დოკუმენტებისა და საბიბლიოთეკო ფონდის ერთეულების კონსერვაცია-რესტავრაცია;
•ფონდების მდგომარეობის მონიტორინგი;
•პრევენციული კონსერვაციის წარმოება კოლექციების დაცვის მიზნით .
მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება: მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
სამუშაო გამოცდილება: რესტავრაცია-კონსერვაციის დარგში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
აუცილებელია:
-ბოლო 3 წლის მანძილზე გამოქვეყნებული ნაშრომების სიისა და 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლის წარმოდგენა.
სასურველია:
•სარესტავრაციო პროექტების ჩამონათვალი;
•სამეცნიერო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია.
კომპიუტერული პროგრამები:
Microsoft Office Word
უცხო ენები:
ერთ-ერთი უცხო ენა.
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია
•განცხადება (ჩამოტვირთეთ)
პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით);
•დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
•გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
•გამოქვეყნებული 1 ან 2 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს;
•ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა);
•ჩამონათვალი სამეცნიერო გრანტებისა (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა, ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
•ჩამონათვალი ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის შესახებ (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში);
•ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომელთა შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში (არა უმეტეს 2 გვერდისა);
•კონკურსანტმა (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის პოზიციაზე) უნდა წარმოადგინოს დარგის განვითარების კონცეფცია, რომელიც შეეხება როგორც კონკრეტული მიმართულების, ასევე, ზოგადად, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო პოტენციალის განვითარების სტრატეგიულ გეგმებს/ხედვას.
•ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია - ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში).